Accentnews.ge
ორსკში კაშხლის შეკეთება გარღვევის წინა დღეს მღვდლის დახმარებით სცადეს

ორსკში კაშხლის შეკეთება გარღვევის წინა დღეს მღვდლის დახმარებით სცადეს

09/04/2024 12:12:32 მსოფლიო

ორსკის მაცხოვრებლებმა, დამბის გარღვევამდე რამდენიმე დღით ადრე შენიშნეს წყლის გაჟონვა და მღვდელი მიიწვიეს დატბორვის თავიდან აცილების იმედით, – წერს РБК.

ვიდეოში, რომელსაც გამოცემა აქვეყნებს, ასახავს ღვთისმსახურების რიტუალს, რომელსაც მღვდელი დამბასთან ატარებს. მიუხედავად ამისა, დღენახევრის შემდეგ, დამბასთან ყველზე ახლოს მდებარე უბნები წყლის ქვეშ აღმოჩნდა.

საშიშროების შესახებ მოქალაქეებმა ადგილობრივ ხელისუფლებასაც შეატყობინეს და პრობლემის მოგვარება თავად სცადეს - ტრაქტორით მიტანილი მიწით ცდილობდნენ გაჟონვის დაფარვას. 4 აპრილს ადგილზე მივიდა ქალაქის მერი ვასილი კოზუპიცა, რომელმაც პირადად დაათვალიერა დამბა და დაასკვნა, რომ „დატვირთვას გადაიტანდა".

დამბის გარღვევა, რომელიც იცავდა ქალაქ ორსკს, ორენბურგის რეგიონში მდინარე ურალისგან, 5 აპრილს მოხდა. სამხარეო ხელისუფლების ინფორმაციით, 9 აპრილის 8:00 საათისთვის 27 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 73 დასახლებაში დაიტბორა 10 327 საცხოვრებელი და 12 821 საკარმიდამო ნაკვეთი. 6399 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, აქედან 1768 ბავშვის. 44 ხიდზე მოძრაობა ჩიკეტა და სამი ფედერალური გზატკეცილის შვიდ მონაკვეთზე „გადადინების საფრთხეა“.

ინციდენტის შემდეგ Spetsstroy-3-ის დირექტორმა სერგეი კომაროვმა, რომელიც კაშხლის მშენებლობაში მონაწილეობდა, მისი გარღვევის მიზეზი დაასახელა. კერძოდ, მისი თქმით, არსებობს შესაძლებლობა, რომ "მღრღნელებს გაეხვრიტათ დამბა".

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვლადიმერ ტეტელმინი ვარაუდობს, რომ დამბა აშენდა დაბალი ხარისხის მასალით და ეროზიის მიმართ მდგრადობა არ ჰქონდა. კიდევ ერთი მიზეზია „უყურადღებო დამოკიდებულება“ შეკეთებისა და მოვლის კუთხით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S