
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ამერიკამ უკრაინას დამატებითი საბრძოლო მასალა გადასცა
09/04/2024 13:11:16 მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკამ უკრაინას დამატებითი საბრძოლო მასალა გადასცა.
"შეერთებული შტატების მთავრობამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცა AK-47–ტიპის 5000-ზე მეტი შაშხანა, ტყვიამფრქვევი და RPG-7, ასევე – 50 0000-ზე მეტი 7,62 მმ-იანი საბრძოლო მასალა. ეს იარაღი უკრაინას დაეხმარება რუსეთის შეჭრისგან თავის დაცვაში", – აცხადებენ სარდლობაში.
მისი ცნობით, აღნიშნული საბრძოლო მასალა 2021 წლის მაისიდან 2023 წლის თებერვლამდე პერიოდში ჩამოართვეს გემებს, რომლებსაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევით "ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსიდან" ჰუსიტებისთვის გადაჰქონდათ.