
ვარშავაში, მიტოვებულ შენობაში ოთხი ცხედარი იპოვეს
09/04/2024 13:53:03 მსოფლიო
ვარშავის ვოლას რაიონში, ოთხსართულიან მიტოვებულ შენობაში, სადაც ძირითადად უსახლკაროები ათევენ ღამეს, ცხედრები იპოვეს. მკვლელის მსხვერპლთა ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის. თუმცა, საუბარია ოთხ კაცზე.
როგორც ცნობილია, პოლიციელებმა ჯერ ორ ცხედარს მიაკვლიეს, შემდეგ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღმოაჩინეს კიდევ ორი: სხვენში, ცარიელ ოთახში და ეზოში.
მომხდართან დაკავშირებით შვიდი ადამიანი დააკავეს, თუმცა უშუალოდ მკვლელობისთვის ბრალს დღეს ერთ–ერთ მათგანს წაუყენებენ.
როგორც იუწყებიან, ეჭვმიტანილი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩადიოდა მკვლელობებს და ცხედრებს მიტოვებილ შენობაში ტოვებდა, სადაც უსახლკაროები აფარებენ თავს. მოტვი უცნობია, თუმცა მომხდარს უსახლკაროებს შორის დავას უკავშირებენ.