Accentnews.ge
კამერონი ვაშინგტონში ვიზიტისას: თუ უკრაინელებს იმ მხარდაჭერას გავუწევთ, რასაც იმსახურებენ, ისინი ამ ომს მოიგებენ

კამერონი ვაშინგტონში ვიზიტისას: თუ უკრაინელებს იმ მხარდაჭერას გავუწევთ, რასაც იმსახურებენ, ისინი ამ ომს მოიგებენ

09/04/2024 18:22:24 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა აშშ–ში ვიზიტისას კონგრესის მიერ უკრაინისთვის დახმარების გაწევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შესაბამისი განცხადება მან სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე გააკეთა.

კამერონის თქმით, უკრაინის გამარჯვებას „სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამერიკისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის“.

"ჩვენ ვიცით, რა სჭირდებათ უკრაინელებს და ვიცით, რა არის სწორი მოქმდება ჩვენი მხრიდან. ჩვენ ვიცით, თუ უკრაინელებს იმ მხარდაჭერას გავუწევთ, რასაც ისინი იმსახურებენ, ისინი ამ ომის მოგებას შეძლებენ. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანას საჰაერო თავდაცვა, საბრძოლო მასალა და ფული სჭირდება. მნიშვნელოვანია, მკაფიო მესიჯი გაუგზავნოთ ყველას მსოფლიოში, მათ შორის – ჩინეთს, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი თავიანთ მოკავშირეებთან ერთად დგანან. არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე უკრაინის დახმარების თაობაზე დამატებითი მოთხოვნა, რომელსაც კონგრესი ამჟამად განიხილავს. მე აქ არ ვიმყოფები იმ განზრახვით, რომ ვინმეს ლექციები წავუკითხო, ან ვინმეს ვუთხრა, რა უნდა გააკეთოს, ან ჩავერიო პოლიტიკურ პროცესებში. მე აქ მოვედი, როგორც დიდი მეგობარი და მჯერა ამ ქვეყნის და მჯერა, რომ კონგრესის მიერ უკრაინისთვის მარავმილიარდიანი დახმარების პაკეტის გამოყოფა შედის აშშ–ის უსაფრთხოების, მომავალის, ყველა თქვენი პარტნიორის მომავალისა და ამერიკის საუკეთესო ინტერესებში. [...] თქვენი თავდაცვის ბიუჯეტის დაახლოებით 5 ან 10%-ით რუსეთის ომამდელი სამხედრო ტექნიკის თითქმის ნახევარი განადგურდა ერთი ამერიკელის დაღუპვის გარეშე. ეს არის ინვესტიცია შეერთებული შტატების უსაფრთხოებაში", – განაცხადა კამერონმა.

ამასთან, მან დაადასტურა, რომ აშშ–ში ვიზიტის ფარგლებში იგი ფლორიდაში შეხვდა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს იყო "პირადი" შეხვედრა. როგორც კამერონმა აღნიშნა, მან და ტრამპმა "განიხილეს მთელი რიგი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური საკითხები".

შეგახსენებთ, რომ კონგრესში რესპუბლიკელთა ნაწილის წინააღმდეგობის გამო უკრაინისთვის მარავალმილიარდიანი დახმარების პაკეტის გამოყოფა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ტრამპის მომხრეები კონგრესში დახმარების პაკეტის მიღებას ბლოკავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S