
უკრაინა: რუსეთის მიერ გაშვებული 14 დრონი და ორი რაკეტა განადგურდა
10/04/2024 06:27:24 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 17 Shahed-ის ტიპის დრონითა და რაკეტებით შეუტია. უკრაინულმა ძალებმა მათგან 14 დრონი და ორი Х-59-ს ტიპის რაკეტა გაანადგურეს.
"შეტევა მოიგერიეს უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა და თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფებმა. მათ ნიკოლაევისა და ოდესის ოლქში სულ 14 Shahed ჩამოაგდეს.
გარდა ამისა, 9 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე, განადგურდა ორი Х-59 მართვადი საჰაერო რაკეტა, რომელიც მტერმა ოდესაზე თავდასხმისთვის გამოიყენა ", - იტყობინებიან უკრაინელი სამხედროები.