Accentnews.ge
მედია: ჩინეთის პრეზიდენტი მაისში ევროპის რამდენიმე ქვეყანას ეწვევა

მედია: ჩინეთის პრეზიდენტი მაისში ევროპის რამდენიმე ქვეყანას ეწვევა

10/04/2024 06:53:43 მსოფლიო

მაისის დასაწყისში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა. იტყობინება Szabad Europa.

გამოცემის ინფორმაციით, ევროპული ტურის ფარგლებში სი ძინპინი 5 მაისს ორი დღით საფრანგეთში ჩავა, რის შემდეგად სერბეთის დედაქალაქ ბელგრადს ეწვევა. ვიზიტი სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა თებერვლის ბოლოს დააანონსა, თუმცა მაშინ ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია.

გამოცემის ცნობით, ბელგრადის შემდეგ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი ბუდაპეშტში ჩავა.

მანამდე ჩინეთში ვიზიტს გეგმავს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S