
ყირიმში რუსული Ka-27–ის განადგურების შესახებ იუწყებიან
10/04/2024 07:23:39 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების სპიკერმა დიმიტრი პლეტენჩუკმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ ყირიმში რუსული "Ка-27" ვერტმფრენი განადგურდა.
"მინუს რუსული Ka-27 ყირიმში. რასაც ეძებდა იპოვა" - დაწერა პლეტენჩუკმა.
დამატებითი დეტალები, რა ვითარებაში განადგურდა თვითმფრინავი, ჯერ უცნობია.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან რუსეთმა ომში 325 ვერტმფრენი დაკარგა.
Ka-27 არის საბჭოთა გემის მრავალფუნქციური ვერტმფრენი. შექმნილია ფლოტის წყალქვეშა თავდაცვის ამოცანების გადასაჭრელად. მას შეუძლია აღმოაჩინოს თანამედროვე წყალქვეშა ნავები და ზედაპირული სამიზნეები, გადასცეს მათ შესახებ მონაცემები გემებსა და სანაპირო პუნქტებს და შეუტიოს სამიზნეებს.