Accentnews.ge
ქოჩორაშვილის მამა: საქართველოს გზა ევროპაშია, პოზიცია შეუცვლელია

ქოჩორაშვილის მამა: საქართველოს გზა ევროპაშია, პოზიცია შეუცვლელია

10/04/2024 07:34:52 საზოგადოება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გიორგი ქოჩორაშვილის Instagram ანგარიშის გაქრობის შემდეგ, რაც "აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ და ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად 9 აპრილს გამართული აქციის მხარდამჭერი ფოტოს გამოქვეყნებას მოჰყვა, Facebook გვერდზე იგივე ფოტო მისმა მამამ, როინ ქოჩორაშვილმა გამოაქვეყნა, მოგვიანებით კი დაწერა, რომ "საქართველოს გზა ევროპაშია".

მოგვიანებით როინ ქოჩორაშვილმა დაწერა, რომ "პოზიცია შეუცვლელია".

"ძალიან ბევრი ჟურნალისტი რეკავს, ბოდიში რომ არ გპასუხობთ, ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია!" - დაწერა როინ ქოჩორაშვილმა.

გიორგი ქოჩორაშვილმა 9 აპრილს გამართული თავისუფლების მარშიდან სავარაუდოდ, ოჯახის წევრის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ხელში ევროკავშირის დროშა უჭირავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S