Accentnews.ge
მაია ბუწაშვილი – "აგენტების" შესახებ კანონპროექტზე: ვის სჯერა, რომ ყველაფერი მხოლოდ დეკლარაციის შევსებამდე დადის?

მაია ბუწაშვილი – "აგენტების" შესახებ კანონპროექტზე: ვის სჯერა, რომ ყველაფერი მხოლოდ დეკლარაციის შევსებამდე დადის?

10/04/2024 07:58:44 საზოგადოება

ექიმი მაია ბუწაშვილი "აგენტების" შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

იგი მიიჩნევს, რომ ეს კანონი ქვეყნის განვითარებისთვის და ევროინტეგრაციისთვის არის ხელისშემშლელი.

"დღევანდელი სიტუაცია ახალ კანონთან დაკავშირებით სრულიად მკაფიოა. შარშან არგუმენტებით ვცდილობდი დასაბუთებას, რატომ არის ეს კანონი ქვეყნის განვითარების და ევროინტეგრაციისთვის ხელის შემშლელი. ახლა ერთადერთი კითხვა მიბურღავს ტვინს – ვინც წერს, რომ უბრალოდ დეკლარაციის შევსებაზეა ლაპარაკი და რა პრობლემაა, მართლა ასეთი გულუბრყვილოა და სჯერა, რომ ყველაფერი მხოლოდ დეკლარაციის შევსებამდე დადის, თუ დემაგოგები არიან? რა ვიცი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ მაინც – მარტო დაფინანსების წყაროების ჩამოთვლას რაში ჭირდება უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსი? შეიხედეთ არასამთავრობოების საიტებზე და დეტალურად არის ჩამოთვლილი დაფინანსების წყაროები. სხვა მაგალითებს არ მოვიყვან, ეს ერთიც საკმარისია – მთავარი აგენტები ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრია, რომლებმაც უცხო ქვეყნის (აშშ) გავლენა გაატარეს 80 ათასზე მეტი ადამიანის C ჰეპატიტისგან განკურნების პროცესში და დღემდე აგრძელებენ ამ აგენტურულ საქმიანობას!”, – წერს ბუწაშვილი სოციალურ ქსელში..

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S