Accentnews.ge
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ყირიმთან რუსული მი–24–ის ჩამოვარდნის შესახებ განაცხადა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ყირიმთან რუსული მი–24–ის ჩამოვარდნის შესახებ განაცხადა

10/04/2024 10:22:23 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მისი შეიარაღებული ძალების მი-24 ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ განაცხადა.

იუწყებიან, რომ ვერტმფრენი ყირიმის დასავლეთ სანაპიროსთან ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კატასტროფის წინასწარი მიზეზი ტექნიკის გაუმართაობაა.

დილით უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერმა დიმიტრი პლეტენჩუკმა განაცხადა, რომ ყირიმში განადგურდა ვერტმფრენი კა-27. ეს არის გემის მრავალფუნქციური ვერტმფრენი, რომელიც შექმნილია ფლოტის წყალქვეშა თავდაცვის ამოცანების გადასაჭრელად.

მანამდე, დილით სევასტოპოლში საჰაერო განგაში გამოცხადდა. რუსული ტელეგრამ–არხები ავრცელებენ ინფორმაციას შავი ზღვის თავზე რამდენიმე რაკეტის შესახებ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის სამხედროებს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S