
მედია: ჩინეთმა უკრაინას 10 ათასი დრონი მიაწოდა
10/04/2024 11:11:21 მსოფლიო
უკრაინამ იპოვა გზები 10 ათასი დრონის შესაძენად, ასევე ჩინეთიდან მათთვის სათადარიგო ნაწილების ნაკადის გასაჭრელად, წერს The Wall Street Journal.
როგორც იუწყებიან, შესყიდვები ხორციელდება მზა პროდუქტების სახით ძირითადად, SZ DJI Technology-სგან, მაღაზიებიდან და მიმწოდებლებისგან. გარდა ამისა, ჩინური კომპონენტები გამოიყენება ეროვნული წარმოების დრონებში, რომელიც სწრაფი ტემპით იზრდება.
უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს მრჩეველის გეორგი ცხაკაიას თქმით, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, დრონების მწარმოებელთა რაოდენობა ქვეყანაში შვიდიდან თითქმის 300-მდე გაიზარდა. ასობით ათასი მარტივი, იაფი მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია ასაფეთქებელი ნივთიერებების გადატანა, იწარმოება კუსტარულად და სამრეწველო გზებით.
ყოველთვიურად უკრაინის შეიარაღებული ძალები ბრძოლის ველზე დაახლოებით 10000 დრონს იყენებს. DJI-მ WSJ-ს განუცხადა, რომ ის ცდილობს, შეზღუდოს თავისი პროდუქციის სამხედრო გამოყენება, მაგრამ გაყიდვის შემდეგ პროცესს ვერ აკონტროლებს.
როგორც აღნიშნავენ, აშშ-ის აკრძალვა DJI–ს დრონების სამხედროებისთვის მიწოდებაზე, ისევე როგორც ჩინური კომპონენტების გამოყენებისა საკუთარი დრონების წარმოებაში, გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკული დრონები ძალიან ძვირია. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა სცადა უკრაინაში მიწოდების დამყარება, ბევრი ამერიკული კომერციული დრონი ათასობით დოლარით ძვირი ღირს, ვიდრე ჩინური მოდელები. უკრაინას სურს, გამოსცადოს და გამოიყენოს მეტი ამერიკული დრონი, მაგრამ „ჩვენ კვლავ ვეძებთ უფრო ეკონომიურ გადაწყვეტილებებს“, განუცხადა WSJ-ს ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის მოადგილემ გეორგი დუბინსკიმ.
გარდა ამისა, დრონების ყველა პროგრამული განახლება მოითხოვს პენტაგონის დამტკიცებას. ბრძოლის ველზე კი ვითარება იმდენად სწრაფად იცვლება, რომ პროგრამისტებს და ინჟინრებს მუდმივად უწევთ მოდელებში კორექტირება. "ის, რაც დღეს დაფრინავს, ხვალ ვერ იფრენს", - ამბობს დუბინსკი. „ჩვენ გვჭირდება სწრაფად ადაპტირება განვითარებად ტექნოლოგიებთან. ამ ომში ინოვაციების ციკლი ძალიან მოკლეა“.