Accentnews.ge
რუსეთში მეორე დღეა, წარუმატებლად ცდილობენ კოსმოსში „ანგარა-A5“-ის გაშვებას

რუსეთში მეორე დღეა, წარუმატებლად ცდილობენ კოსმოსში „ანგარა-A5“-ის გაშვებას

10/04/2024 12:13:39 მსოფლიო

რუსეთის კოსმოდრომ ვოსტოჩნიდან დიდი ზომის რაკეტა „ანგარა-A5“-ის პირველი გაშვება კოსმოსში ზედიზედ მეორედ გადაიდო.

„გაიცა ბრძანება გაშვების გაუქმების შესახებ. სამუშაოების ხელმძღვანელები 24-საათიანი პაუზისთვის მოემზადონ,“ – ითქვა „როსკოსმოსის“ ტრანსლაციისას.

მოგვიანებით „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა იური ბორისოვმა თქვა, რომ რაკეტა „ანგარა-A5“-ის სტარტის გადადება მოხდა გაუმართაობის გამო ძრავის კონტროლის სისტემაში.

რაკეტის გაშვება ერთხელ უკვე სცადეს 9 აპრილს, მაგრამ სტარტამდე ორიოდ წუთით ადრე გაშვება ერთი დღით გადაიდო. მაშინ მიზეზად დაასახელეს „გაუმართაობა ცენტრალური ბლოკის მჟანგავის ავზში“.

თავდაპირველად სტარტი დაგეგმილი იყო 2023 წლის დეკემბრისთვის, მაგრამ ის შემდეგ 2024 წლის პირველ კვარტალში გადაიტანეს.

რაკეტამ ორბიტაზე უნდა გაიყვანოს ბლოკი „ორიონი“ გამოსაცდელი სასარგებლო დატვირთვით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S