
კაცი: თუ თეირანი იერიშს საკუთარი ტერიტორიიდან მოიტანს, ისრაელი ირანს დაარტყამს
10/04/2024 13:02:04 მსოფლიო
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თუ თეირანი ისრაელის წინააღმდეგ იერიშს საკუთარი ტერიტორიიდან მიიტანს, საპასუხოდ ირანის ტერიტორიას დაარტყამენ.
"თუ ირანი იერიშს მოიტანს საკუთარი ტერიტორიიდან, ისრაელი იმოქმედებს და ირანს დაარტყამს." – წერს კაცი X-ზე ებრაულად და სპარსულადაც, შემდეგ კი აიათოლა ხამენეის ოფიციალური გვერდი მონიშნა.
მანამდე ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეი ისრაელს კიდევ ერთხელ დაემუქრა და თქვა, რომ ისინი "უნდა დაისაჯონ და დაისჯებიან კიდეც". ხამენეი ისრაელს დამასკოში ირანის საელჩოზე მიტანილი იერიშის გამო ემუქრება. ამ დარტყმას ირანის, მათ შორის, სამხედრო სტრუქტურის, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ორი მაღალი რანგის გენერალი ემსხვერპლა.