
ზელენსკი – Taurus-ებზე: შოლცს ბირთვული მუქარის ეშინია, მაგრამ ეს ვერ გადაარჩენს მსოფლიოს
10/04/2024 13:26:18 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების უკრაინისთვის მიწოდებაზე უარს ბირთვული მუქარის გამო ამბობს, მაგრამ ამავე დროს აღნიშნავს, რომ ეს არ დაიცავს მსოფლიოს რუსეთის ბირთვული საფრთხისგან.
მან Bild-თან ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას იარაღი სჭირდება გადარჩენისთვის და მას არ ესმის, "რატომ არ ვიღებთ ამ იარაღს." მას მხედველობაში აქვს დასავლური გამანადგურებლები და შორი მანძილის რაკეტები.
"რამდენადაც მე მესმის, კანცლერი ამბობს, რომ გერმანია არ არის ბირთვული ძალა და ეს არის ყველაზე ძლიერი იარაღი გერმანიაში და შოლცი ვერ დატოვებს თავის ქვეყანას ამ იარაღის გარეშე." - თქვა ზელენსკიმ.
"მაგრამ არ მგონია, რომ ეს დაიცავს მსოფლიოს რუსეთის ბირთვული საფრთხისგან",– უპასუხა ზელენსკიმ კითხვას, არის თუ არა კავშირი ბირთვულ მუქარასა და გერმანიის მიერ Taurus-ის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემაზე უარის თქმას შორის.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინელებს დიდი იმედი აქვთ ამერიკული დახმარების პაკეტის, რომელსაც კონგრესში რესპუბლიკელები თვეების განმავლობაში ბლოკავდნენ შიდაპოლიტიკური მიზეზებით.