
ხაბეიშვილი: ჩემს თანაშემწეს აკავებენ
10/04/2024 13:46:53 პოლიტიკა, სამართალი
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, მის თანაშემწეს ლაშა ცანავას დაკავებას უპირებენ.
"ჩემს თანაშემწეს, პარლამენტში, ლაშა ცანავას ხელისუფლება დღეს, 17:00 საათზე აკავებს... 2009 წელს რაღაც "დააშავეო" და 2024 წელს იჭერს ... გარდა თანამშრომლისა ლაშა, ჩემი უახლოესი მეგობარი და ჩემი ნდობით აღჭურვილი ადამიანია. ეს არის ხელისუფლების პასუხი ხალხის გაჭირვებაზე, ემიგრაციაზე, ფასების ზრდაზე - ასე "ებრძვიან" პრობლემებს ..." – წერს ლევან ხაბეიშვილი.
დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.