Accentnews.ge
ხაბეიშვილის თანაშემწე: როცა ვუთხარი, რომ არ ვენდობი და გამოვეკითხე მოსამართლის თანდასწრებით, ბრალს მიყენებენ

ხაბეიშვილის თანაშემწე: როცა ვუთხარი, რომ არ ვენდობი და გამოვეკითხე მოსამართლის თანდასწრებით, ბრალს მიყენებენ

10/04/2024 14:14:28 პოლიტიკა, სამართალი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის საპარლამენტო თანაშემწე ლაშა ცანავა პროკურატურასთან მივიდა ადვოკატთან ერთად. მასთან ერთად იმყოფებიან მხარდამჭერებიც. არის მოლოდინი, რომ მას ბრალს წაუყენებენ, თუმცა კონკრეტულად რას ედავებიან, ამ დროისთვის უცნობია.

თავად ცანავა პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ყველა, რომ „2009 წლის საქმეზე“ 2015 წელს გამოიკითხა და მას შემდეგ არავინ შეხმიანებია.

„ორი კვირის წინ დამირეკეს, მოწმის სახით „უნდა გამოგკითხოთო“. როცა ვუთხარი, რომ არ ვენდობი პროკურატურას და გამოვეკითხე მოსამართლის თანდასწრებით, ბრალს მიყენებენ...“,– თქვა ცანავამ და დასძინა, რომ არ ეშინია, „პირნათლად ვემსახურე საქართველოს და ასე გავაგრძელებ“.

მანამდე შესაძლო დაკავების შესახებ ლევან ხაბეიშვილმა დააანონსა და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა განზრახვას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S