Accentnews.ge
კომპანია „X2“-ის დირექტორს ბრალი ძალადობის მუხლით წარუდგინეს

კომპანია „X2“-ის დირექტორს ბრალი ძალადობის მუხლით წარუდგინეს

10/04/2024 14:42:16 სამართალი

საქართველოს პროკურატურამ კომპანია „X2“-ის ოფისში მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამშენებლო კომპანიის დირექტორს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. დაკავების შესახებ ერთი დღის წინ გახდა ცნობილი.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 აპრილს, თბილისში, ჟიული შარტავას ქუჩაზე მდებარე კომპანია „X2“-ის ოფისში, კომპანიის დირექტორმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

8 აპრილს სოფია მეფარიშვილმა სოციალური ქსელებით ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ მას “X2 დეველოპმენტის” დირექტორი ვალერიან კირკიტაძე ფიზიკურად უსწორდება.

როგორც გაირკვა, შემთხვევა ამავე დღეს, შუადღეს, დაახლოებით 12 საათზე მოხდა. სოფია მეფარიშვილი ყვება, რომ კომპანიის მიერ აშენებულ კორპუსში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს, დედასთან ერთად ლიფტში იმყოფებოდა, როცა ის მოწყდა და მეხუთე სართულიდან მესამეზე აღმოჩნდნენ. ლიფტიდან ისინი სამაშველო სამსახურმა გამოიყვანა.

ქალი ამბობს, რომ კომპანიის ოფისში მივიდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ვალერიან კირკიტაძისგან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S