Accentnews.ge
რუსი მილიარდერები სანქციების ქვეშ დარჩებიან სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად

რუსი მილიარდერები სანქციების ქვეშ დარჩებიან სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად

10/04/2024 15:39:25 მსოფლიო

Alfa Group-ის მთავარი აქციონერები, რუსი მილიარდერები მიხაილ ფრიდმანი და პიოტრ ავენი ევროკავშირის სანქციების ქვეშ რჩებიან, – წერს Reuters სასამართლოს ახსნა-განმარტებაზე დაყრდნობით, რომელმაც ხსენებული ბიზნესმენებისთვის სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება 2022-2023 წლებში მოქმედ შემაკავებელ ზომებს. 2024 წლის მარტში სანქციები გაგრძელდა, ხოლო დღევანდელი განაჩენი ამ გადაწყვეტილებას არ ეხება.

მანამდე ამის შესახებ წერდა ისრაელელმა ბიზნესმენი ლეონიდ ნევზლინიც.

„ფრიდმანის და ავენის სიხარული ჯერ ნაადრევია. მიუხედავად იმისა, რომ მათ მოიგეს ეს სარჩელი, მათ წინააღმდეგ არსებული სანქციები ძალაში დარჩება“, - წერს "იუკოსის" ერთ-ერთი ყოფილი აღმასრულებელი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S