Accentnews.ge
იაპონიის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონს სტუმრობს

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონს სტუმრობს

10/04/2024 16:17:13 მსოფლიო

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ოთხშაბათს, თეთრ სახლში სახელმწიფო ვიზიტის დროს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა ძლიერ და მზარდ პარტნიორობას წარმოაჩენენ. ვიზიტის ფოკუსშია აგრესიული ჩინეთის შესაკავებლად ერთობლივ თავდაცვაში თანამშრომლობა,– წერს Reuters.

უმაღლეს დონეზე შეხვედრა თეთრ სახლში მისვლის ოფიციალური ცერემონიით დაიწყება და დახურულ კარს მიღმა შეხვედრით გაგრძელდება.

ხუთშაბათს კიშიდა აშშ-ის კონგრესს მიმართავს და ბაიდენს და ფილიპინების პრეზიდენტ ფერდინანდ მარკოს უმცროსს შეუერთდება შეხვედრაზე, რომლის ყურადღების ცენტრშიც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში პეკინის აქტივობა იქნება.

აშშ-მა და იაპონიამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის თემაზე დაახლოებით 70 შეთანხმებას მიაღწიეს. მათ შორისაა ნაბიჯები იაპონიაში აშშ-ის სამხედრო სარდლობის სტრუქტურის გაუმჯობესებისკენ, რათა კრიზისის შემთხვევაში იაპონიის ძალებთან ურთიერთქმედება შეძლოს.

მოსალოდნელია, რომ ბაიდენი და კიშიდა გამოაცხადებენ სამხედრო და თავდაცვითი აღჭურვილობის შემუშავებაში მეტი თანამშრომლობისკენ მიმართული ნაბიჯების შესახებ. ამასთან, როგორც ოფიციალურმა პირებმა თქვეს, ორი ლიდერი გამოაცხადებს გეგმების შესახებ, რომელიც ერთობლივ კოსმოსურ მისიას და ხელოვნური ინტელექტის კვლევაში თანამშრომლობას შეეხება.

ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირმა განაცხადა, რომ ახლა იაპონია შეერთებული შტატების „სრული გლობალური პარტნიორი“ იქნება და მისი გავლენა თავისი რეგიონის ფარგლებიდან საკმაოდ შორს, ევროპამდე და ახლო აღმოსავლეთამდე გავრცელდება.

მისი თქმით, ჩინეთი იაპონიის და ფილიპინების იზოლაციას ცდილობს. ამ ორი ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრით, ბაიდენის მიზანია „სცენარი ამოატრიალოს და ჩინეთის იზოლაცია მოახდინოს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S