Accentnews.ge
რუსებმა ოდესა დაბომბეს, დაღუპულთა შორის 10 წლის ბავშვია

რუსებმა ოდესა დაბომბეს, დაღუპულთა შორის 10 წლის ბავშვია

10/04/2024 17:49:38 მსოფლიო

რუსულმა ძალებმა ოდესის რეგიონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

თავდასხმის შედეგად, ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ინფორმაციით, დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის 10 წლის ბავშვი.

გარდა ამისა, ცნობილია შვიდი დაშავებულის შესახებ. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და სატვირთო მანქანები.

კიპერი ამბობს, რომ რუსებმა „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს.

„რუსების მიერ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოდესის რეგიონში დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, 10 წლის გოგონა, დაშავდა კიდევ შვიდი, ერთი მძიმე მდგომარეობაშია. მისი ქვედა კიდურები ამპუტირებულია, ექიმები ყველაფერს აკეთებენ დაშავებულების დასახმარებლად“, – განაცხადა კიპერმა.

რუსეთი გამუდმებით ბომბავს უკრაინის ქალაქებს. მიუხედავად მტკიცებულებებისა, რუსეთი უარყოფს მშვიდობიან მოქალაქეებზე მიზანმიმართულ თავდასხმებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S