Accentnews.ge
ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტი: თავიდან აიცილეთ გადაწყვეტილებები, რაც შეაფერხებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას

ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტი: თავიდან აიცილეთ გადაწყვეტილებები, რაც შეაფერხებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას

10/04/2024 18:21:41 პოლიტიკა

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები განცხადებას ავრცელებენ და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე მიუთითებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვიზიტის დროს დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსთვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებული მომენტის გამოყენების მნიშვნელობას.

"ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბერს გაცემული რეკომენდაციები ცხრა ნაბიჯის სახით, მკაფიო გზამკვლევია. საჭირო რეფორმები და პროგრესი შეუფერხებლად უნდა შესრულდეს, რაშიც ჩართული იქნება მთავრობა, ყველა პოლიტიკური პარტია და სამოქალაქო საზოგადოება.

ცოტა დრო დარჩა, ახლა დროა 9 ნაბიჯი შესრულდეს და თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რამაც შეიძლება ევროინტეგრაცია შეაფერხოს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამ კონტექსტში ისინი ახსენებენ "ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში ხელახლა ინიციირებულ "აგენტების" კანონს და ამბობენ, რომ დელეგაციის წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრაზე შეშფოთება გამოხატეს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გამო და გაიხსენეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის 4 აპრილის განცხადება.

განცხადებაში წერია, რომ ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ეუთო/ოდირის დამკვირვებლების მოწვევის შესახებ. ასევე, მთავრობას მოუწოდებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების აუცილებლობაზე და ხაზს უსვამს ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის ყველა დარჩენილი რეკომენდაციის განხილვის აუცილებლობას,საარჩევნო კოდექსის ცვლილებისას.

ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაცია, რომელსაც ელჩი დელფინ ფრონკი ხელმძღვანელობდა, ვიზიტის განმავლობაში შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს და საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, სამოქალაქო სექტორს.

ასევე გეგმავენ, ეწვიონ ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიას საოკუპაციო ხაზთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S