
იტალიაში ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქების შემდეგ დაკარგულებს ეძებენ
10/04/2024 19:42:06 მსოფლიო
9 აპრილს ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქების შემდეგ დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია სამი ადამიანი, ხუთი მძიმედ დაშავდა, ოთხი დაკარგულად ითვლება.
იტალიური მედიის ცნობით, ტრაგედიის შედეგად დაღუპულები 36-დან 73 წლამდე პირები არიან.
აფეთქება ქალაქ ბოლივიიდან 70 კილომეტრში, სუვიანას ტბაზე მდებარე ჰიდროელექტროსადგურზე, წყლის ზედაპირიდან 30 მეტრის სიღრმეზე მოხდა. ინციდენტის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
მაშველების თქმით, რთული პირობების გამო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაკარგულების პოვნას შეძლებენ.
ბოლონიის მერმა მატეო ლეპორემ ინციდენტი იტალიის უახლეს ისტორიაში სამუშაო ადგილზე მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ტრაგედიად შეაფასა.