
ლიეტუვამ რუსულ ქარხნებზე იერიშის კრიტიკოსებს შეახსენა, რომ ნაცისტური გერმანიის ნავთობსაცავები სამხედრო სამიზნე იყო
10/04/2024 19:54:40 მსოფლიო
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი შეუერთდა დისკუსიას, უნდა დაესხას თუ არა უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ისტორიული ექსკურსით მიანიშნა საკუთარი პოზიცია.
კერძოდ, მან გაიხსენა, თუ როგორ შეუტიეს მოკავშირეებმა ნაცისტური გერმანიის ნავთობსაცავებს მეორე მსოფლიო ომის დროს.
„მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეებმა დაბომბეს ნაცისტური გერმანიის ნავთობის საწყობები, როგორც ძირითადი სამხედრო სამიზნე. ეს არის მთელი "ტვიტი“, – დაწერა მან X-ზე.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინას, როგორც ქვეყანას, რომელიც იცავს თავს აგრესიისგან, აქვს უფლება, დაარტყას "ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებს" მის საზღვრებს გარეთ.
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ცოტა ხნის წინ კრიტიკულად ისაუბრა ამგვარი დარტყმების შესახებ და ეჭვქვეშ დააყენა მათი გავლენა ომზე.