Accentnews.ge
უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

10/04/2024 20:04:48 მსოფლიო

უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა გააფორმეს ახალი შეთანხმება თავდაცვისა და სამრეწველო თანამშრომლობის შესახებ, განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა.

„ახალი შეთანხმება გახდება ეფექტური მექანიზმი სამხედრო სექტორში ჩვენი თანამშრომლობის გასაძლიერებლად, გზას გაუხსნის დიდი ბრიტანეთის კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერისა და ჩვენი თავდაცვისთვის ყველაზე მოწინავე ბრიტანული ტექნოლოგიების მოზიდვას“, - წერს უმეროვი.

ბრიტანელი პარტნიორების მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა სახელმწიფო მინისტრმა სავაჭრო პოლიტიკის საკითხებში გრეგ ჰენდსმა, რომელიც ვიზიტით კიევში ჩავიდა.

ბრიტანეთის მთავრობის ვებსაიტზე აღნიშნულია, რომ შეთანხმება წარმოადგენს გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის მტკიცებულებას.

"თანამშრომლობის გაზრდამ შეიძლება მიგვიყვანოს ათობით პროექტამდე დიდი ბრიტანეთის უდიდეს თავდაცვის კომპანიებს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და უკრაინულ კომპანიებს შორის - სტრატეგიული სამხედრო სარემონტო ობიექტების შექმნიდან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენამდე და კიბერშეტევებისგან დაცვის ტექნოლოგიების დანერგვამდე",– ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის ვებსაიტზე.

აღნიშნულია, რომ დიდმა ბრიტანეთმა უკვე გამოუყო უკრაინას თითქმის 12 მილიარდი ფუნტი სტერლინგი (დაახლოებით 15 მილიარდი დოლარი) სამხედრო, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება.

ეს შეთანხმება არის გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების გაგრძელება, რომელიც 2024 წლის იანვარში გაფორმდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S