Accentnews.ge
მედია: რუსეთმა "არმიის დისკრედიტაციის" ბრალდებით ძებნა გამოაცხადა ორი შვილის დედაზე, რომელიც საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა

მედია: რუსეთმა "არმიის დისკრედიტაციის" ბრალდებით ძებნა გამოაცხადა ორი შვილის დედაზე, რომელიც საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა

11/04/2024 05:03:54 მსოფლიო

რუსეთმა "არმიის დისკრედიტაციის" ბრალდებით ძებნა გამოაცხადა ორი შვილის დედაზე ლიდია პრუდოვსკაიაზე, რომელიც საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა, – იუწყება გამოცემა „ვოტ ტაკ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში არსებულ ჩანაწერზე დაყრდნობით.

უწყებაში მიუთითებენ, რომ პრუდოვსკაია სისხლის სამართლის მუხლით იძებნება, მაგრამ მუხლს არ აკონკრეტებენ.

პრუდოვსკაია არხანგელსკის ოლქის ქალაქ მირნიში ცხოვრობდა. 2023 წლის ივლისში მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე "რუსეთის არმიის დისკრედიტაციის" მუხლით. ამის მიზეზი იყო პრუდოვსკაიას პუბლიკაციები მის გვერდზე სოციალურ ქსელ „ვკანტაკტეში“. მათში იგი ჰყვებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის ჯარების ქმედებებზე უკრაინასთან ომის დროს. პრუდოვსკაია სამხედროთა მოქმედებებს დანაშაულებრივს უწოდებდა.

2023 წელს გამომძიებლებმა დედის საქმეზე დაკითხვაზე მოწმის სახით გამოიძახეს პრუდოვსკაიას ცხრა წლის ქალიშვილი ალისია და ათი წლის ვაჟი ევგენი. მიმდინარე წლის მარტში მან შვილებთან ერთად საქართველოში გამგზავრება შეძლო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ პრუდოვსკაია დაუსწრებლად დააკავა სისხლის სამართლის საქმეზე, გაუსვლელობის შესახებ ხელწერილის დარღვევის გამო. მას ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ ომის საწინააღმდეგო გამოსვლებისა და გამონათქვამებისთვის ხალხის დევნა დაიწყო .

OVD-Info-ს შეფასებით, 600-ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მათი ანტისაომარი პოზიციის გამო, მათგან 100-ზე მეტს ბრალად ედება "რუსეთის არმიისა და მთავრობის არაერთგზის დისკრედიტაცია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S