
ბლინკენი: ირანის მხრიდან საფრთხეების წინააღმდეგ აშშ ისრაელის გვერდით დადგება
11/04/2024 06:37:11 მსოფლიო
აშშ ისრაელს ირანის მხრიდან საფრთხეების წინააღმდეგ მხარდაჭერას ჰპირდება.
"ირანის მხრიდან საფრთხეების წინააღმდეგ აშშ ისრაელის გვერდით დადგება", – განუცხადა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისრაელის თავდაცვის მინისტრს იოავ გალანტს სატელეფონო საუბრისას.
უწყების ინფორმაციით, ბლინკენმა და გალანტმა განიხილეს, მათ შორის მიმდინარე ძალისხმევა ყველა მძევლის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გზით.
„ბლინკენი მიესალმა ისრაელის ბოლოდროინდელ განცხადებებს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლის ხელშესაწყობად და გაიმეორა, რომ ისეთი ინციდენტები, როგორიცაა თავდასხმა „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ თანამშრომლებზე, არასდროს არ უნდა განმეორდეს“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
მანამდე, Bloomberg–მა ამერიკისა და ისრაელის დაზვერვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, აშშ ისრაელზე ირანის სარაკეტო დარტყმას უახლოეს დღეებში პროგნოზირებს.