Accentnews.ge
ნიდერლანდები, ჩეხეთი და დანია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლერებას განიხილავენ

ნიდერლანდები, ჩეხეთი და დანია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლერებას განიხილავენ

11/04/2024 08:00:49 მსოფლიო

ნიდერლანდების, ჩეხეთისა და დანიის ლიდერებმა უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების ვარიანტები განიხილეს. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა.

რუტემ აღნიშნა, რომ მარტის დასაწყისში ის ხარკოვს ეწვია პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად და ნახა რუსული ბომბების დამანგრეველი გავლენა საცხოვრებელ უბნებში.

"აშკარაა, რომ უკრაინას ახლა დამატებითი რესურსები სჭირდება რუსეთის ბარბაროსული საჰაერო თავდასხმებისგან თავის დასაცავად. ამასთან დაკავშირებით, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას და დანიის პრემიერ-მინისტრ მატ ფრედერიკსენს ტელეფონით ვესაუბრე უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის მიწოდების ვარიანტებზე." - თქვა რუტემ X–ზე.

რუტემ აღნიშნა, რომ პარტნიორებთან ერთად ისინი გააკეთებენ "ყველაფერს, რაც შესაძლებელია" უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებისთვის.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას პარტნიორებთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო გასულ კვირას, ბრიუსელში, ნატოს მინისტერიალზე მისი ვიზიტის დროს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ნატოს ზოგიერთი მოკავშირე უკვე დაჰპირდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოძიებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S