Accentnews.ge
ბელარუსის ციხეში კიდევ ერთი პოლიტპატიმარი დაიღუპა

ბელარუსის ციხეში კიდევ ერთი პოლიტპატიმარი დაიღუპა

11/04/2024 08:38:26 მსოფლიო

ბელორუსიის ქალაქ ბრესტის წინასწარი დაკავების იზოლატორში თადარიგის ლეიტენანტი და პოლიტპატიმარი ალექსანდრე კულინიჩი დაიღუპა. ორ დღეში მას 52 წელი შეუსრულდებოდა.

ოფიციალური ვერსიით, პატიმარი გულის კორონარული დაავადებით გარდაიცვალა.

კულინიჩი 29 თებერვალს ბრესტში ალექსანდრ ლუკაშენკოს შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს. ასევე ცნობილია, რომ ის ეწინააღმდეგებოდა სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, კერძოდ მასში ბელარუსის ჩართულობას და მხარს უჭერდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს მებრძოლ მოხალისეებს.

ალექსანდრე კულინიჩის სასამართლო პროცესი 16 აპრილს უნდა დაწყებულიყო.

ტელეგრამ–არხი "სოტა" აღნიშნავს, რომ 2020 წლიდან, ბელარუსში მასობრივი რეპრესიების დაწყებიდან, სულ მცირე ათი პოლიტიკური პატიმარი დაიღუპა ქვეყნის ციხეებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S