Accentnews.ge
ნაზი ჯანეზაშვილი: ევროკავშირის მიერ დაწესებული 9 პუნქტიდან ერთ-ერთში, მართლმსაჯულების ნაწილში არაფერი გაკეთებულა

ნაზი ჯანეზაშვილი: ევროკავშირის მიერ დაწესებული 9 პუნქტიდან ერთ-ერთში, მართლმსაჯულების ნაწილში არაფერი გაკეთებულა

11/04/2024 08:40:43 სამართალი

„სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ დაწესებული 9 პუნქტიდან ერთ-ერთში, მართლმსაჯულების ნაწილში არაფერი გაკეთებულა.

მისივე შეფასებით, ერთადერთი საკითხი, რომელიც შეიძლება, ითქვას, რომ მეტ-ნაკლებად შესრულდა, ეს არის საკანონმდებლო ცვლილებებზე დაწყებული მუშაობა.

'მე-6 პირობიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომ განხორციელდეს უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური რეფორმა, რაც არ გაკეთებულა ჯერ–ჯერობით და არც ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გადადგმულა. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია გაძლიერდეს მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობა, ჯერ–ჯერობით ამ კუთხითაც პრობლემებია და პრაქტიკაც სულ სხვა რეალობას გვთავაზობს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერება შემოწმდეს, რომელიც არის პირობა საქართველოს წინაშე ევროკავშირის მხრიდან, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ მათთვის ეს საკითხი არის დახურული. ამდენად, ამ პერიოდის განმავლობაში მართლმსაჯულების ნაწილში არაფერი გაკეთებულა. ერთადერთი საკითხი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მეტ-ნაკლებად განხორციელებული იყო, ეს არის საკანონმდებლო ცვლილებებზე დაწყებული მუშაობა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და ორგანულ კანონში ცვლილებებს ეხება. თუმცა, ესეც არ არის სრულყოფილი ცვლილებები, რომელიც გაითვალისწინებს, მაგალითად, ვენეციის კომისიის ან ეუთო/ოდირის დასკვნებს სრულად. ისინი [„ვეტინგზე“] როგორც ჩანს უარს იმიტომ ამბობენ, რომ გავლენიან ჯგუფს იცავენ სასამართლო სისტემაში. კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი დაახლოებით 60 მოსამართლეს ეხება, რომლებსაც სერიოზული გავლენები აქვს სისტემაში, უკავიათ მაღალი პოზიციები. ამ უარით „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, ცდილობს, რომ ეს ე.წ. კლანი დაიცვას და ამ გზით მათ ხელი შეუწყოს, მაქსიმალურად ხანგრძლივი დროით უპრობლემოდ დარჩნენ ამ თანამდებობებზე“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S