Accentnews.ge
შეერთებული შტატები და იაპონია სამხედრო და ეკონომიკურ კავშირებს აძლიერებენ

შეერთებული შტატები და იაპონია სამხედრო და ეკონომიკურ კავშირებს აძლიერებენ

11/04/2024 08:51:04 მსოფლიო

იაპონიის პრემიერ–მინისტრ ფუმიო კიშიდას შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, შეერთებული შტატებისა და იაპონიის მეთაურებმა განაცხადეს ინიციატივები, რომლებიც მიმართულია ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ და იაპონია, მათ მოკავშირეებთან ერთად, აპირებენ, გააფართოვონ თავდაცვის ალიანსების სისტემა. კერძოდ, შეიქმნება თავდაცვითი სტრუქტურა, რომელიც მოიცავს აშშ-ს, იაპონიასა და ავსტრალიას. იაპონია ასევე მიიღებს მონაწილეობას შეერთებულ შტატებთან და დიდ ბრიტანეთთან ერთობლივ სამხედრო მანევრებში.

გარდა ამისა, განიხილება ტოკიოს გაწევრიანების შესაძლებლობა AUKUS თავდაცვის პარტნიორობაში, რომელიც მოიცავს აშშ-ს, ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთს.

”ეს არის ჩვენი ალიანსის ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება,” - თქვა ბაიდენმა.

ხვალ, 11 აპრილს, ბაიდენი და კიშიდა ფილიპინების პრეზიდენტ ფერდინანდ მარკოსს შეხვდებიან. უპრეცედენტო შეხვედრაზე რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები განიხილება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში პეკინის აქტივობების გათვალისწინებით.

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოებაზე საუბრისას, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა უკრაინის „მტკიცე მხარდაჭერა“ რუსული აგრესიის მოგერიებაში, რადგან ეს შეიძლება გახდეს პრეცედენტი სხვა ქვეყნებისთვის.

„რაც დღეს უკრაინას შეემთხვა, ხვალ შეიძლება მოხდეს აღმოსავლეთ აზიაში“, - ხაზგასმით აღნიშნა კიშიდამ.

აშშ-იაპონიის სამიტზე ასევე მიღწეული იქნა შეთანხმებები კოსმოსური კვლევის, ხელოვნური ინტელექტის, ნახევარგამტარებისა და მწვანე ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

ოთხშაბათს საღამოს თეთრ სახლში იაპონიის პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად სახელმწიფო ვახშამი გაიმართა. ეს ღონისძიება ამერიკის უახლოესი მოკავშირეების პატივსაცემად იმართება.

ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირმა განაცხადა, რომ ახლა იაპონია შეერთებული შტატების „სრული გლობალური პარტნიორი“ იქნება და მისი გავლენა თავისი რეგიონის ფარგლებიდან საკმაოდ შორს, ევროპამდე და ახლო აღმოსავლეთამდე გავრცელდება.

მისი თქმით, ჩინეთი იაპონიის და ფილიპინების იზოლაციას ცდილობს. ამ ორი ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრით, ბაიდენის მიზანია „სცენარი ამოატრიალოს და ჩინეთის იზოლაცია მოახდინოს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S