კადიროვი ინგუშებს დუდაევის მიერ ნაჩუქარი სოფლების წართმევით დაემუქრა

24-12-2019 18:56:09 კავკასია

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი ინგუშეთთან მიწის გადანაწილების საკითხს მკაცრად გამოეხმაურა და ინგუშებს დუდაევის [იჩქერიის პირველი პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი] მიერ ნაჩუქარი სოფლების წართმევით დაემუქრა.

„ჩვენ რომ ინგუში ხალხის მიმართ ძმური დამოკიდებულება არ გვქონდეს, უკან წავიღებდით იმ დასახლებულ პუნქტებს, 7 სოფელს, რომელიც ბატონმა დუდაევმა ინგუშეთის ექს–პრეზიდენტ რუსლან აუშევს დროებით გადასცა. თუ თამაშს გააგრძელებენ, ჩვენსას უკან დავიბრუნებთ. ჩვენ ამის იურიდიული უფლება გვაქვს“, – განაცხადა კადიროვმა.

ცნობისთვის: გასული წლის 26 სექტემბერს ჩეჩნეთისა და ინგუშეთის რესპუბლიკებს შორის საზღვრის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმება საზოგადოებაში ამ დრომდე ცხარე კამათს იწვევს. დოკუმენტის გაფორმებას ინგუშეთში საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა, რომელიც 2019 წლის გაზაფხულზეც განახლდა. მომიტინგეთა აზრით, საზღვარი უსამართლოდ დადგინდა. რუსეთის სახელმწიფო რეესტრში საზღვრის ეს ცვლილებები 2019 წლის 1 მარტიდან აისახა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები