
რუმინეთმა გააუქმა რუსული პროპაგანდისტული ფილმების ჩვენება
11/04/2024 10:43:19 მსოფლიო
რუმინეთის კულტურის სამინისტრომ გააუქმა დედაქალაქ ბუქარესტის კინოთეატრებში ორი რუსული პროპაგანდისტული ფილმის ჩვენება.
„დაუშვებელია საზოგადოებრივ კინოთეატრებში ჩვენება ამდენად აშკარა პროპაგანდისტული ფილმებისა, რომლებსაც რუსეთის სახელმწიფო აფინანსებს,“ - განაცხადა კულტურის მინისტრმა, რალუკა ცურკანმა.
კრიტიკოსების მიერ ფილმები „გამოწვევა და „ღია კოსმოსში გასვლა“ რუსეთის პროპაგანდისტულ საშუალებებად ითვლება.