Accentnews.ge
Lufthansa-მ თეირანში ფრენები შეაჩერა

Lufthansa-მ თეირანში ფრენები შეაჩერა

11/04/2024 11:03:48 მსოფლიო

გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ თეირანის მიმართულებით და პირიქით ავიარეისები შეაჩერა, - იუწყება Reuters.

გადაწყვეტილების მიზეზი ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებაა.

„მუდმივად ვაკვირდებით სიტუაციას ახლო აღმოსავლეთში და მჭიდრო კონტაქტში ვართ ხელისუფლებასთან. ჩვენი სტუმრების და ეკიპაჟის წევრების უსაფრთხოება Lufthansa-ს მთავარი პრიორიტეტია“, - თქვა ავიაკომპანიის სპიკერმა.

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ისრაელს კიდევ ერთხელ დაემუქრა და თქვა, რომ ისინი "უნდა დაისაჯონ და დაისჯებიან კიდეც". ხამენეი ისრაელს დამასკოში ირანის საელჩოზე მიტანილი იერიშის გამო ემუქრება. ამ დარტყმას ირანის, მათ შორის, სამხედრო სტრუქტურის, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ორი მაღალი რანგის გენერალი ემსხვერპლა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თუ თეირანი ისრაელის წინააღმდეგ იერიშს საკუთარი ტერიტორიიდან მიიტანს, საპასუხოდ ირანის ტერიტორიას დაარტყამენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S