Accentnews.ge
ლატვიამ უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო დახმარების ვალდებულება აიღო

ლატვიამ უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო დახმარების ვალდებულება აიღო

11/04/2024 11:16:39 მსოფლიო

უკრაინამ და ლატვიამ უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ყოველწლიურად ლატვია უკრაინას მშპ-ის 0,25%-ის სამხედრო დახმარებას გაუწევს.

„ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის, ლატვიის მადლიერი ვარ. ეს ზუსტად ის არის, რასაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ჩვენი ბრძოლა მოითხოვს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ლატვია მომდევნო 10 წლის განმავლობაში უკრაინას კიბერთავდაცვისა და უპილოტო საფრენი ტექნოლოგიების განვითარებაში დაეხმარება და ასევე, უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას ხელს შეუწყობს.

ზელენსკი ლიეტუვას სტუმრობს, სადაც „სამი ზღვის სამიტში“ მიიღებს მონაწილეობას. ამასთან დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები და შეთანხმებები.

მან ხაზი გაუსვა, რომ ამჟამად მთავარ ამოცანას უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენს:

„რუსული ბოროტება საფრთხეს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რუსეთის მოსაზღვრე ყველა ქვეყანას უქმნის და ყველას, ვინც საერთაშორისო სამართალს აფასებს“.

დღეს რუსეთმა მორიგი მასირებული შეტევა მიიტანა უკრაინის ქალაქებზე. სამიზნე ენერგოინფრასტრუქტურა იყო. უკრაინელებმა გაშვებული რაკეტებისა და დრონების ნაწილი ჩამოყარეს. თავდასხმების ფონზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება პრიორიტეტული საკითხია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S