Accentnews.ge
რუსეთმა ავსტრიელი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა

რუსეთმა ავსტრიელი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა

11/04/2024 11:21:57 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ავსტრიელი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა ავსტრიის მიერ ორი რუსი დიპლომატის გაძევების საპასუხოდ.

ავსტრიის საელჩოს თანამშრომელმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, რუსეთი დღის ბოლომდე, 18 აპრილს უნდა დატოვოს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რუსეთის „საპასუხო ზომები მხოლოდ ამით არ ამოიწურება."

ავსტრიამ 13 მარტს ორი რუსი დიპლომატი "სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის" გამო პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. მათ ავსტრიის დატოვება 19 მარტამდე მოუხდათ.

აპრილის დასაწყისში ავსტრიაში დიდი რეზონანსი ჰქონდა საკონსტიტუციო დაცვისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ამჟამად უკვე გაუქმებული ფედერალური სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ეგისტო ოტის დაპატიმრებას.

ამ ფონზე ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ ქვეყანას რუსეთის ჯაშუშური ქსელები ემუქრება და ავსტრიისთვის აუცილებელია, მიიღოს უსაფრთხოების ზომები იმის წინააღმდეგ, რასაც წარმოადგენს ქვეყანაში რუსეთის სადაზვერვო სამსახურების შეღწევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S