Accentnews.ge
სახელმწიფო ინსპექტორმა მარიამ კუბლაშვილი დააჯარიმა

სახელმწიფო ინსპექტორმა მარიამ კუბლაშვილი დააჯარიმა

24/12/2019 15:01:04 სამართალი

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი, რომელიც თბილისის საკრებულოს წევრის ილია ჯიშკარიანის ინტერესებს იცავს, სახელმწიფო ინსპექტორმა 1000 ლარით დააჯარიმა.

როგორც თავად კუბლაშვილი „ფეისბუქში" პირად გვერდზე წერს, ჯიშკარიანის საქმეზე დაზარალებულმა თამთა თოდაძემ და მისმა დედამ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში უჩივლეს.

„მოკლედ, დამიწერეს 1000 ლარი ჯარიმა და მცნეს სამართალდამრღვევად, ბუნებრივია, გავასაჩივრებ და გავეშურები საკონსტიტუციო სასამართლოსკენაც“, - წერს მარიამ კუბლაშვილი.

პროკურატურამ ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. იმავე დღეს პროკურატურამ დაზარალებულად სცნო თამთა თოდაძეც.

ილია ჯიშჯარიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ თანაშემწის ბრალდებით „შოკირებულია“.

სისხლის სამართლის საქმე თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ისნის მაჟორიტარის მიმართ ბრალი ორი მუხლით არის წარდგენილი: 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S