
ოზურგეთის თეატრის მსახიობი: არ ვეთანხმები ჩიგოგიძეს, წინ ევროპისკენ
11/04/2024 13:06:07 საზოგადოება
ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობი ირაკლი ურუშაძე "აგენტების" შესახებ კანონზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვასილ ჩიგოგიძის "პოსტს" ეხმიანება და აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება მის პოზიციას.
მსახიობი ხაზს უსვამს, რომ "თეატრი ყოველთვის კრიტიკული უნდა იყოს ხელისუფლების მიმართ" და რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
"მე ვმუშაობ ოზურგეთის დრამატულ თეატრში. ბ. ვასო ჩიგოგიძემ გუშინ დააფიქსირა თავისი მოსაზრება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი აზრის დაფიქსირების უფლება. მე, როგორც ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობი, არ ვეთანხმები ბ. ვასო ჩიგოგიძეს ამ მოსაზრებაში და ვფიქრობ, საიდანაც საშუალება გეძლევა მსახიობს თუ სხვა სფეროს წარმომადგენელს, იქიდან უნდა დააფიქსირო შენი აზრი! თეატრი არ უნდა იყოს რომელიმე ერთი პოლოტიკური თუ პიროვნების საქმის გამტარი. ის ყოველთვის კრიტიკული უნდა იყოს ხელისფუფლების მიმართ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. წინ ევროპისკენ".
მანამდე ვასო აბაშიძის მუსიკალური თეატრის მსახიობებმა სპექტაკლი "მეფე ლირი" დაასრულეს ნოწოდებით, "არა რუსულ კანონს!". ისინი ჩიგოგიძემ გააკრიტიკა, შემდეგ კი თქვა, რომ ვინმემ რომ მსგავსი რამ მისი თეატრის სცენიდან გაბედოს, "ყურით გაათრევს".