Accentnews.ge
რუსეთში პირველად ასამართლებენ სამხედროს ტყვედ ჩაბარებისთვის

რუსეთში პირველად ასამართლებენ სამხედროს ტყვედ ჩაბარებისთვის

11/04/2024 14:03:30 მსოფლიო

ხაბაროვსკის სასამართლომ განიხილა ტყვედ ნებაყოფლობით ჩაბარებაში ბრალდებული სამხედრო მოსამსახურის სააპელაციო სარჩელი. ამის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც "მედიაზონამ" მიაქცია ყურადღება, სასამართლოს ვებგვერდზე საინფორმაციო გზამკვევში გამოჩნდა.

სასამართლოს ვებგვერდზე ბრალდებულის გვარი დაშიფრულია. "მედიაზონას" პრესსამსახურმა სამხედროს ვინაობის გამჟღავნებაზე უარი უთხრა და საქმის დეტალები გაამხილა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს არის პირველი სისხლის სამართლის საქმე რუსეთში სამხედრო პირის ნებაყოფლობით ტყვედ ჩაბარებაზე, რომლის შესახებაც ცნობილი გახდა.

ამასთან, მას ბრალად ედება დეზერტირება მობილიზაციის პერიოდში. პირველი მუხლით ბრალდებულს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, მეორე მუხლით - 15 წლამდე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S