Accentnews.ge
ფიცო: სლოვაკეთს სურს, უკრაინა სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი

ფიცო: სლოვაკეთს სურს, უკრაინა სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი

11/04/2024 14:43:54 მსოფლიო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინის სწრაფვას, რაც შეიძლება მალე გახდეს ევროკავშირის წევრი. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ფიცომ სლოვაკეთში უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სლოვაკეთს სურს იყოს კარგი მეგობარი ქვეყანა უკრაინისთვის.

"ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელიც შეგიქმნით დაბრკოლებებს თქვენს გზაზე. პირიქით, გვინდა დაგეხმაროთ, მოგაწოდოთ ჩვენი გამოცდილება. სლოვაკეთს სურს, რომ უკრაინა სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი", - განაცხადა მან.

უკრაინისა და სლოვაკეთის სამთავრობო დელეგაციები მოლაპარაკებებს სლოვაკეთის ქალაქ მიხალოვცეში მართავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S