
თბილისის ტელეანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა
28/05/2019 20:39:30 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
28 მაისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღეს, თბილისის ტელეანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში გაანათეს.
1918 წლის 28 მაისს აზერბაიჯანის რესპუბლიკა დაარსდა და მისი შექმნა სწორედ თბილისში გამოაცხადეს. ამ თარიღს აზერბაიჯანი 1990 წლის შემდეგ აღნიშნავს, როგორც ეროვნულ დღესასწაულს.
დამოუკიდებლობის აღდგენა აზერბაიჯანმა 1991 წლის 18 ოქტომბერს გამოაცხადა.