Accentnews.ge
უკრაინა: რუსების მიერ წუხელ გამოყენებული 17 დრონიდან 16 გავანადგურეთ

უკრაინა: რუსების მიერ წუხელ გამოყენებული 17 დრონიდან 16 გავანადგურეთ

12/04/2024 06:05:24 მსოფლიო

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის მიკოლა ოლეშჩუკის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, საერთო ჯამში, 17 დრონით შეუტიეს დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, ნიკოლაევის, ოდესის, ვინიცის და ხმელნიცკის ოლქებს. გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა 16 დრონი ჩამოაგდეს.

წუხელ რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე იერიში კვლავ მიიტანა.

უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის მიერ დილით გამოქვეყებული მონაცემებით, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, ნიკოლაევის და ოდესის ოლქებში 7 დრონი ჩამოაგდეს. ერთ-ერთი ასეთი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა ხანძარი გააჩინა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგის ენერგოობიექტზე.

რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით მასირებული შეტევა 11 აპრილსაც მიიტანა. სარაკეტო დარტყმის შედეგად სრულად განადგურდა კიევის ოლქში მდებარე ტრიპოლსკის თბოელექტროსადგური, რომელიც ელექტროენერგიით ამარაგებდა თითქმის სამ მილიონ ადამიანს.

უკრაინის ხელისუფლება მოსახლეობის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად დასავლელი პარტნიორებისგან ითხოვს საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემების, მათ შორის Patriot-ის მიწოდების გაზრდას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S