Accentnews.ge
„ჯეოქეისის“ მკვლევარმა ლიანა ჯერვალიძემ მონაწილეობა მიიღო კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში

„ჯეოქეისის“ მკვლევარმა ლიანა ჯერვალიძემ მონაწილეობა მიიღო კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში

12/04/2024 06:14:41 პოლიტიკა, რეკლამა

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მკვლევარმა, ლიანა ჯერვალიძემ მონაწილეობა მიიღო კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში. სახელწოდებით „კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისა და მდგრადობის პოლიტიკის განვითარება საქართველოში“.

„ჯეოქეისის“ ცნობით, ღონისძიება ორგანიზებული იყო Policy and Management Consulting Group (PMCG) მიერ. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში CISR პოლიტიკის ჩამოყალიბების, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ დასიკუსიო პლატფორმის შექმნა, რაც ექსპერტებს, დონორ ორგანიზაციებს, სამთავრობო მოხელეებს, აკადემიური წრეებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემდა ემსჯელათ CISR რეფორმის კომპლექსურ პროცესზე საქართველოში.

”კონფერენცია ძალიან საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა, მოგვეცა შესაძლებლობა მოსაზრებებისა და გამოცდილების გაცვლისათვის. ასევე, გაზიარებულ იქნა ინფორმაცია CISR-ის პოლიტიკის უახლესი ტენდენციების შესახებ და მნიშვნელოვანი სამომავლო რეკომენდაციები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩატარებული კონფერენცია ხელს შეუწყობს საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის გაძლიერებას და მის მაქსიმალურად სრულყოფას,“ - აღნიშნა ლიანა ჯერვალიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S