
"პირველივე მისვლა იყო და მითხრა, "კალაძეს 8 მილიონი მივეციო"
24/12/2019 17:11:43 ციტატა
"ჩემი პირველივე მისვლა იყო და მითხრა, "მე კახი კალაძეს 8 მილიონი მივეცი და ახლა ჩემს გვერდში არისო". გადავირიე, რა შუაში იყო კახი კალაძე იმ მომენტში. ჩემს ცოლს კი უკვე 5 მილიონი უთხრა. არ ვიცი, ალბათ მე ლარებში მითხრა, იმას დოლარებში".
ამის შესახებ მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. საუბარია 2012 წლის მოვლენებზე და მის ურთიერთობაზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან. საკითხზე საუბარი კი როგორც ბურჭულაძე ამბობს, პატრიარქისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შედგა. ბურჭულაძის თქმით, ივანიშვილი მასაც სთავაზობდა თანხას პოლიტიკაში მოსვლის სანაცვლოდ, თუმცა არ დააკონკრეტა რამდენს. მხოლოდ ის, თქვა, რომ "კალაძეზე მეტს".