Accentnews.ge
გრიგორიადისის ადვოკატი: ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით დღესვე მივმართავთ

გრიგორიადისის ადვოკატი: ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით დღესვე მივმართავთ

12/04/2024 06:56:57 სამართალი

ლაზარე გრიგორიადისის ოჯახი და ადვოკატი აცხადებენ, რომ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით დღესვე მიმართავენ.

ლიკა ბითაძემ განაცხადა, რომ "ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება".

"ჩვენ ველოდით ამ გადაწყვეტილებას, ბოლო განცხადებებით არაერთხელ დავაფიქსირეთ, თუმცა 9 წელს მაინც არ ველოდით. ჩვენ ახლა მივდივართ საქართველოს პრეზიდენტთან, კანცელარიაში, განცხადება გამზადებული გვაქვს, მასალები დიდი ხანია, უკვე მიტანილი გვაქვს, მხოლოდ განცხადებას ჩავაბარებთ და მივმართავთ შეწყალების თხოვნით. ეს არ იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, სასამართლოს არ მიუღია ეს გადაწყვეტილება", - ამბობს ლიკა ბითაძე.

ცნობისთვის: მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S