სამხედრო მოსამსახურეები სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

12-04-2024 11:24:48 თავდაცვა ,რეკლამა

საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე სასწავლო წელს, საჯარო სკოლების პარალელურად, პროექტი კერძო სკოლებშიც წარმატებით მიმდინარეობს.

თავდაცვის ძალების მოქმედი ოფიცრები და სერჟანტები ქალაქ ბათუმში სკოლას „ევრო 2000“ ესტუმრნენ და მაღალი კლასების მოსწავლეებს თავდაცვის ძალების შესახებ გაცნობითი პრეზენტაცია წარუდგინეს. ჯარისკაცებმა მოსწავლეებისთვის საინტერესო საკითხებზე ისაუბრეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი პროექტი რამდენიმე წელია მიმდინარეობს. პროექტი სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავებასა და ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები