
ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს
12/04/2024 07:39:39 სამართალი
მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრები, უფლებადამცველები და მხარდამჭერები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ.
ისინი პრეზიდენტს სთხოვენ, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალოს, რომელსაც დღეს სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შესაბამისი მოთხოვნით მათ სალომე ზურაბიშვილს განცხადებით უკვე მიმართეს.
ცნობისთვის: მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.