Accentnews.ge
ორენბურგში წყალდიდობის პიკს ელიან

ორენბურგში წყალდიდობის პიკს ელიან

12/04/2024 08:12:26 მსოფლიო

12 აპრილის დილისთვის რუსეთის ორენბურგის მახლობლად მდინარე ურალში წყლის დონე 11,29 მეტრამდე გაიზარდა. მოელიან, რომ დღეს წყალდიდობა პიკს მიაღწევს და შემდეგ დაიწყებს კლებას.

ორენბურგის რეგიონის ადმინისტრაციის ცნობით, დატბორილია თითქმის 12 ათასი საცხოვრებელი კორპუსი და 15 ათასზე მეტი საყოფაცხოვრებო ნაკვეთი. ოთხ დასახლებაში ელექტროენერგია არ არის, ორენბურგის რაიონებში ელექტროენერგია პერიოდულად ითიშება.

ორსკთან ახლოს ურალის დონე 798 სანტიმეტრამდე დაეცა. 11 აპრილს საბოლოოდ შეძლეს კაშხლის ხვრელის ამოვსება, საიდანაც ქალაქი იტბორებოდა. მანამდე ვერ უმკლავდებოდნენ, რადგან წყლის წნევა ძალიან მაღალი იყო.

მას შემდეგ, რაც ორსკში წყლის დონე დაეცა, მოსახლეობამ ქუჩებში დახოცილი ცხოველები იპოვა. დატბორილ რაიონებში ადგილობრივებს ცოცხალი პირუტყვის ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება მოსთხოვეს, ხოლო შინაური ცხოველების ცოფის საწინააღმდეგოდ აცრა.

ორენბურგის რეგიონის დაზარალებული რაიონებიდან 10,7 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დატბორილი ტერიტორიების მაცხოვრებლები დგანან წყლის, ჰუმანიტარული დახმარებისა და ერთჯერადი დახმარების რიგებში.

ორენბურგის რეგიონში მიმდინარე წყალდიდობა ყველაზე დიდია რეგიონში დაკვირვებების მთელ ისტორიაში. წყლის წნევის გამო ორსკში კაშხალი გაირღვა. ბოლო მონაცემებით, ინფრასტრუქტურული ზარალი 40 მილიარდ რუბლს შეადგენს. წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს რამდენიმე სხვა რეგიონში: კურგანის, ტომსკის, ტიუმენისა და კემეროვოს რაიონებში. წყალდიდობა შეეხო ყაზახეთსაც: წყალდიდობის ზონებიდან იქ 86 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S