Accentnews.ge
ბელგოროდში დრონი "გაზპრომის" შენობას შეეჯახა

ბელგოროდში დრონი "გაზპრომის" შენობას შეეჯახა

12/04/2024 09:51:24 მსოფლიო

ბელგოროდში დრონი შეეეჯახა „რესურსების მომწოდებელი კომპანიის ადმინისტრაციულ შენობას“. აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.

ადგილობრივ ტელეგრამ–არხებისა და მედიაში გამოქვეყნებული ვიდეოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დაზიანდა "გაზპრომის" ადმინისტრაციული შენობა. კომპანიაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დილით ბელგოროდის თავზე ხუთი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. 12 აპრილის ღამეს, დეპარტამენტის ცნობით, ჩამოაგდეს კიდევ ოთხი დრონი - ერთი ბელგოროდის ოლქის თავზე და სამი როსტოვის ოლქის თავზე.

როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა განაცხადა, რომ ნოვოშახტინსკში ოთხი დრონი განადგურდა. წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად ობიექტები არ დაზიანებულა. ერთი თვის წინ, 13 მარტს, დრონით თავდასხმის შემდეგ, ქალაქ ნოვოშახტინსკში ნავთობპროდუქტების ქარხნის მუშაობა შეჩერდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S