Accentnews.ge
მოსკოვში პოლიცია ყირგიზი დიპლომატის ბინაში შეიჭრა

მოსკოვში პოლიცია ყირგიზი დიპლომატის ბინაში შეიჭრა

12/04/2024 14:57:30 მსოფლიო

მოსკოვში პოლიცია შეიჭრა ყირგიზეთის საელჩოს მრჩევლის მანას ჟოლდოშბეკოვის ბინაში.

როგორც დიპლომატის კოლეგებმა განაცხადეს, პოლიციის თანამშრომლები აგრესიულად იქცეოდნენ. ტელეგრამ–არხმა „VChK-OGPU“ დააზუსტა, რომ პოლიციამ კარი შეამტვრია. მათ ვიზიტის მიზანს საბუთების შემოწმება უწოდეს და დიპლომატიური პასპორტების ჩვენების მიუხედავად, მიგრაციის რეგისტრაციის მოწმობების წარდგენა მოითხოვეს.

ინფორმაცია ყირგიზეთის პარლამენტის წევრმა დასტან ბეკეშევმა დაადასტურა.

”თუ ისინი ამას სჩადიან საელჩოს თანამშრომლებთან მიმართებით, ვერც კი წარმოვიდგენ, რას უზამენ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ იმუნიტეტი,” - დასძინა მან.

ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ხელისუფლებას ოფიციალური ნოტა წარუდგინა. 12 აპრილს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში გაიმართა შეხვედრა რუსეთის საელჩოს კონსულ მრჩეველთან ანდრეი ბურიევთან.

„შეხვედრისას ყირგიზულმა მხარემ გამოთქვა შეშფოთება რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლების ქმედებებთან დაკავშირებით მოსკოვში ყირგიზეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩევლის ოჯახის წევრების მიმართ, რაც უხეშად არღვევდა ვენის დებულებებს, 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების კონვენციას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ბურიევმა თქვა, რომ რუსეთის ხელისუფლება მომხდარს გამოიძიებს.

რუსეთში მიგრანტებზე კონტროლის 22 მარტს მოსკოვის მახლობლად მდებარე გასართობ ცენტრში Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის შემდეგ გამკაცრდა. ოფიციალური მონაცემებით, თავდასხმის მსხვერპლი 144 ადამიანი გახდა, ათეულობით კი დაკარგულთა სიაში რჩება. ტერაქტთან დაკავშირებით 10-ზე მეტი პირი დააკავეს, მათ შორის ისინიც, რომლებსაც გამოძიება უშუალო დამნაშავეებად თვლის. მათი უმეტესობა შუა აზიის ქვეყნებიდანაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S