Accentnews.ge
ჩეხეთის პრეზიდენტი: უკრაინისთვის უკვე მილიონზე მეტი ჭურვი ვიპოვეთ

ჩეხეთის პრეზიდენტი: უკრაინისთვის უკვე მილიონზე მეტი ჭურვი ვიპოვეთ

12/04/2024 16:23:40 მსოფლიო

უკრაინისთვის უკვე მილიონზე მეტი ჭურვი ვიპოვეთ, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ვილნიუსში „სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტის შემდეგ განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა ჩეხეთის მიზანს, უკრაინას უმოკლეს ვადებში მიაწოდოს რაც შეიძლება მეტი საბრძოლო მასალა.

ამასთან, მან თქვა, რომ უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების მოძიებაზე პრაღის ინიციატივა ერთადერთი არ არის და რომ ამ თემაზე იმუშავებენ ესტონეთი და დიდი ბრიტანეთი.

"ამაზე საფრანგეთიც საუბრობდა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინა დიდ რაოდენობით საბრძოლო მასალას საჭიროებს ზაფხულის თვეებში რუსეთის მხრიდან შეტევის მოლოდინში და რომ უკრაინისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, საარტილერიო ჭურვების წარმომავლობას და მათ დამფინანსებლებს.

ჩეხეთის ინიციატივა უკრაინისთვის ევროპის ფარგლებს გარეთ საბრძოლო მასალის შესყიდვას ეხება. ინიციატიბას მინიმუმ 15 ქვეყანა შეუერთდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S